სამართალი

ლევან დავითაია: მთლიანად თავდაყირა დააყენა მისმა ჩვენებამ

საქალაქო სასამართლოში დღეს ზვიად კუპრავას საქმესთან დაკავშირებით პროცესი გაიმართა.ე.წ სასადილოს ეპიზოდთან დაკავშირებით, მოსამართლე ლაშა თავართქილაძე დაიკითხა.

რომელმაც განაცხადა, რომ კუპრავას ქმედება მას დანაშაულად არ მიუჩნევია და შესაბამისად პოლიციისთვის შეტყობინებაც არ გაუკეთებია, ბრალდების მოწმეების ჩვენების შემდეგ დაცვის მხარე აცხადებს, რომ კუპრავას ქმედებაში დანაშაული არ იკვეთება და ის უნდა გათავისუფლდეს:

„დაიკითხა დღეს მთავარი მოწმე ასე რომ ვთქვათ, განსახილველი სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებაში, ეს არის მოსამართლე ბატონი ლაშა თავართქილაძე, რომელმაც თავისივე ჩვენებაში აღიარა , რომ მას არანაირი შეტყობინება პოლიციაში არ გაუკეთებია, მას არ მიუჩნევია ეს ზოგად დანაშაულად და შესაბამისად დღევანდელ დღეს წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მთლიანად თავდაყირა დააყენა მისმა ჩვენებამ, რაც ვფიქრობ, რომ უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.” – განაცხადა ზვიად კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამ.

მსგავსი მასალები