ყვითელი ფურცელი

14 წლის შემდეგ, ნაომი კემპბელის ეპიკური დაბრუნება Valentino’s Couture-ის პოდიუმზე

ნაომი კემპბელის მოდის კვირეულებზე გამოჩენა ყოველთვის ემოციურია, არ აქვს მნიშვნელობა სუპერმოდელი ჩვენების წინა რიგებში გამოჩნდება თუ პოდიუმზე.

პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის წინა რიგებში ჯდომის შემდეგ, გუშინ ნაომი მოულოდნელად Valentino’s Spring 2019-ის ჩვენებაზე გამოჩნდა. პიერპალო პიჩოლის შავ კაბაში გამოწყობილმა პოდიუმის დედოფალმა ჩვენება დახურა.

იტალიური მოდის სახლის ჩვენებაზე ნაომი კემპბელმა უკანასკნელად 2005 წელს გაიარა, 14 წლის შემდეგ კი გუშინ Valentino-ს პოდიუმზე პირველად გაიბრწყინა.

მსგავსი მასალები