პოლიტიკა

ნათია თურნავა: 20 ათასამდე ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2020-2021 წლებში 20 ათასამდე ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს. აღნიშნული განცხადება მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან გააკეთა.

“დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ჩვენ წარმოვადგინეთ გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის განახლებული ვერსია. მოვახერხეთ და შევძელით, რომ 100 დასახლებული პუნქტი შეემატება ადრე დამტკიცებულ რაოდენობას და ეს არის 20 ათასამდე დამატებითი აბონენტი, ანუ 20 ათასი დამათებითი ოჯახი მთელი საქარველოს მასშტაბით, ვინც 2020-ში და 2021- ში მიიღებს ბუნებრივ აირს“, – განაცახდა ნათია თურნავამ.

მსგავსი მასალები