პოლიტიკა

ნაზი ჯანეზაშვილი: მე დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოვედი ბავშვთან ერთად

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს, ბავშვთან ერთად მოვედი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში დგება საკითხი – როდესაც ჩემი 2 თვის შვილი გაიზრდება, შეიძლება, სამწუხაროდ სასამართლო სისტემა კვლავ მიხეილ ჩინჩალაძის კლანის ხელში აღმოჩნდეს”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიმჩალაძის ე.წ კლანი მართავს. მისი თქმით, არსებობს იმის საშიშროება, რომ ამ კლანის ხელში სასამართლოს მართვის სადავეები უვადოდ აღმოჩნდეს.

დღეს საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ იმსჯელებს. ჯანეზაშვილი საბჭოს წევრებს მოუწოდებს, რომ ეს საკითხი დღეისათვის დღის წესრიგიდან ამოიღონ. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაეს სასამართლოს როგორც თავმჯდომარის პოზიციაზე, ისე სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე, არ არის გამორიცხული, “კლანის წევრებიდან” დაასახელოს კანდიდატები.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები.

ასევე კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში გადადის ფუნქცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას გულისხმობს, რომელსაც ასევე პარლამენტს წარუდგენს.

წყარო: Imedinews.ge

მსგავსი მასალები