Face-ამბები

ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “მთავარი არხი” დააფუძნა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმე დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია “მთავარი არხი” დააფუძნა.

მისი თქმით, ტელევიზია მაუწყებლობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

“მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი.

წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში.

მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ”, – წერს გვარამია.

მაშ ასე, ტელეკომპანია “მთავარი არხი” დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა…

Posted by Nika Gvaramia on პარასკევი, 16 აგვისტო, 2019

მსგავსი მასალები