პოლიტიკა

ნიკა მელია: შეიქმნება ახალი არხი, რომელიც საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს

“შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, “რუსთავი 2” ბიძინა ივანიშვილს ამხელდა და ამის ფონზე, საზოგადოებას ეს გამოაშკარავებული სიმართლე ამშვიდებდა.

„პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. „რუსთავი 2“-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს. ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს“, – აცხადებს ნიკა მელია.

მსგავსი მასალები