მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში ორმხრივ სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-ჯერსიში სამართალდამცველებსა და შეიარაღებულებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელი და ორი თავდამსხმელია. დაჭრილია ასევე სამი ადამიანი.

ამ ეტაპზე უცნობია ინციდენტის მოტივი.

მომხდარს თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი თვითერზე გამოეხმაურა.

ტრამპმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მსგავსი მასალები