მსოფლიო

ორი ორსართულიანი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავებულია 77 ადამიანი

ჰონგ-კონგში ორი ორსართულიანი ავტობუსის შეჯახების შედეგად 77 ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი გვირაბის გვერდით, ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა. ერთ-ერთ ავტობუსს მარცხენა მინა აქვს დამსხვრეული, ასევე დაზიანებულია სალონის წინა ნაწილი.

ადგილზე 15 სახანძრო და სასწრაფო დახმარების 26 მანქანა მუშაობს.

მსგავსი მასალები