სამართალი

“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – ტრაგიკულად დასრულებული ავარია გორის რაიონში

გორის მუნიციპალიტეტის სუფელ ძევერასთან მომხდარი ავარია სმსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. 1982 წელს დაბადებული კეჩხუაშვილი არჩილი და 1991 წელს დაბადებული მარიამი პანამარენკო.

“ორი შვილი სახლში ელოდებოდათ, სამი და ოთხი წლის… გოგო 7 თვის ფეხმძიმე იყო” – აღნიშნავს ერთ-ერთი ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი მასალები