მედიცინა

პაატა იმნაძე: თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მობრუნდება დავიწყებული დაავადებები

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო წითელას ეპიდემიის ზღვარზეა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას განაცხადა, იმუნიზაცია ისეთი რამეა, თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მობრუნდება დავიწყებული დაავადებები.

„საქართველო წელს უკვე მეთორმეტედ მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში. ეს კვირეული ტრადიციული გახდა მთელი ევროპის რეგიონისათვის და ჩვენი ქვეყნისათვისაც. ვსარგებლობთ ამ კვირეულის დროს, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, თუ რა მნიშვნელობა აქვს იმუნიზაციას. მოგეხსენებათ, იმუნიზაცია ისეთი რამეა, თუ ოდნავ მაინც მოადუნებ ყურადღებას, მობრუნდება დავიწყებული დაავადებები. ჩვენ ეს გვეხება, რადგან შეიძლება ითქვას, წითელა გვაქვს ქვეყანაში მოდებული, ეპიდემიის ზღვარზე ვართ, თუმცა იგივე ხდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპის ისეთ ქვეყნებში და აშშ-ში, სადაც წითელა საერთოდ დავიწყებული დაავადება იყო. წითელას არაფერი გააჩერებს, აცრების გარდა.

დღეს წითელას ძალიან ბევრი შემთხვევაა წლამდე ასაკის ბავშვებში, იმიტომ, რომ დედები, რომლებიც მშობიარობენ თვითონ არ არიან იმუნურები და ამიტომ ეს ბავშვები ავად ხდებიან, სანამ მათ მოუწევთ აცრის ასაკი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

მსგავსი მასალები