TOP პოლიტიკა

პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება

საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭო იქმნება. კანონპროექტის ავტორი უმრავლესობის წევრი ირინე ფრუიძეა.

შესაბამისი დადგენილების პროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.

“ეთიკის კოდექსი პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე არეგულირებს და წესებს განსაზღვრავს, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში, კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ“, – აღნიშნულია ბარათში.

ეთიკის საბჭოს 16 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

მსგავსი მასალები