მედიცინა

პატარა, რომელიც გაცოცხლების მიზნით გაყინეს

პატარა ტაილანდელი მათერინ ნაოვარატპონგი არის ყველაზე მცირე ასაკის ადამიანი, ვინც მომავალში გაცოცხლების იმედად გაყინეს. 2 წლის გოგონა ტაილანდში ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა და მშობლების გადაწყვეტილებით ბავშვის სხეული გაყინეს, რათა მომავალში, როცა მედიცინის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, გაალღვონ და უმკურნალონ.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ექიმებმა პატარას 11 სანტიმეტრის სიდიდის ავთვისებიანი სიმსივნე უპოვეს თავის ტვინში, რომელიც თითქმის არანაირ მკურნალობაზე არ რეაგირებს და რომელიც ძირითადად ადრეულ ასაკში ემართებათ ადამიანებს.

სიკვდილამდე პატარას 12 (!) ოპერაცია, არაერთი ქიმიოთერაპია და დასხივება გაუკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

თუმცა პატარას მშობლები არ დანებდნენ და ბავშვის სხეული სპეციალურ აპარატში მოათავსეს, მინუს 196 გრადუს ტემპერატურაზე, ამერიკის შტატ არიზონაში, სადაც კრიოგენური საცავი “ალკორი” მდებარეობს და სადაც სხვა უამრავი ადამიანის სხეულია გაყინულ მდგომარეობაში, მომავალში რევიტალიზაციის მიზნით.

როცა ადამიანთა მოდგმის განვითარება შესაბამის საფეხურს მიაღწევს, პატარა მათერინს მკვდრეთით იოლად აღადგენენ და უმკურნალებენ; პატარას სხეული შენახული იქნება და მომავლის მედიცინა შეძლებს, მას უშველოს, როგორც მეცნიერები იმედოვნებენ.

მსგავსი მასალები