განათლება

პედაგოგების ხელფასი 1800 ლარი იქნება

პედაგოგების ხელფასებმა 2022 წლისთვის შესაძლოა 1800 ლარს მიაღწიოს.

ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსგავსი მასალები