Face-ამბები

პეტრე კოლხი: ერთად ვიღიმოდით, იმ დღეს… დღეს ის დადუმდა, წერტილი დაუსვა მიწიერ ცხოვრებას…

მამა პეტრე კოლხი საკუთარ “facebook” – ის  გევრდზე ჟურნალისტი ანა მამულაშვილის გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:

“აქციაზე ერთად ვიდექით, ერთად ვაპროტესტებდით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ერთად ვყვიროდით თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს…. ერთად ვიღიმოდით, იმ დღეს… ერთად გვაწუხებდა, ახალგაზრდა გოგონას დათხრილი თვალები…

დღეს ის დადუმდა, წერტილი დაუსვა მიწიერ ცხოვრებას… იქ წავიდა, სადაც უკეთესია, სადაც მართალნი განისვენებენ…
მადლობა, კეთილო და ღვთისნიერო გოგო, ასეთი ნამდვილი რომ იყავი… მჯერა, სადაც ხარ, მხოლოდ მზე და სინათლეა, მხოლოდ სიმშვიდე და ნეტარება…
შეხვედრამდე!..”, – წერს პეტრე კოლხი.

Image may contain: 6 people

მსგავსი მასალები