მსოფლიო

“პოლიტიკური მიწისძვრა” ტაილანდში

ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ქვეყნის მეფის უფროსი და წარადგინა, რამაც ქვეყანაში “პოლიტიკური მიწისძვრა” გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პარტია „ტჰაი რაკსა ჩატმა“ 8 თებერვალს დაადასტურა, რომ ქვეყნის მმართველობისთვის 67 წლის პრინცესა უბოლ რატანუს დაუჭირა მხარი. ის გახდა სამეფო ოჯახის პირველი წევრი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს სახელისუფლებო პოსტზე. კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, მას მოქმედ პრემიერთან პრაიუტ ჩან-ოჩასთან ბრძოლა მოუწევს, რომელიც ხელისუფლებაში 2014 წელს გადატრიალების შემდეგ მოვიდა.

ექსპერტების თქმით, ამ გადაწყვეტილებამ „მიწისძვრა გამოიწვია“. აქამდე, არჩევნები განიხილებოდა როგორც 2006 წელს გადაყენებული პრემიერის მომხრეებსა და სამხედროებს შორის ბრძოლა, რომლებიც მეფის მხარეს იჭერდნენ. ახლა კი გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ორად გაყოფილი პოლიტიკური ელიტა გაერთიანებას.

მსგავსი მასალები