TOP

“პოსტს არ დავტოვებ მანამდე, ვიდრე თითოეულ . . .” – გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

გიორგი გახარიას თქმით, ის პოსტს არ დატოვებს მანამდე, ვიდრე თითოეულ პოლიციელს არ აარიდებს „განკითხვის რისკს“. მინისტრი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობდა შეჭრილიყო პარლამენტში, რომელიც არ არის მხოლოდ შენობა და არის სახელმწიფო ინსტიტუცია.
„არსებობს ამ ტრაგიკული შემთხვევის ორი განზომილება – სამართლებრივი, რომელსაც მე მივიყვან ბოლომდე და ასევე – პოლიტიკური. პოლიტიკური პასუხისმგებლობა შტურმზე, პოლიციაზე ორგანიზებულ ფიზიკურ თავდასხმაზე და პარლამენტზე, ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ შტურმს გაუწიეს ორგანიზება.

თუ მე, ჩემმა პოლიციელებმა, შს სამინისტრომ სისტემურად ან ცალკე აღებულ კონკრეტულ შემთხვევებში გადაამეტეს ძალაუფლებას, ამაზეც პასუხისმგებელი ვარ მე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის აღრევის საშუალებას მივცემთ ვინმეს“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი მასალები