პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსული კიბერშეტევა საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის გამოვლინებაა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხმაურება.

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი მასალები