TOP სამართალი

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 42 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით 42 მსაჯვრდებული შეიწყალა, მათგან 19 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გარდა ამისა, ჟვანიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობით მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი მსჯავრდებულია. 21 პირობით მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. მათ შორის 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულია ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა.

მსგავსი მასალები