Face-ამბები

ქალმა 40 წლის წინ დაკარგული საფულე იპოვა

ავსტრალიის ქალაქ კოფს-ჰარბორში ქალმა საფულე იპოვა, რომელიც 40 წლის წინ დაკარგა.

ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

რეიჩელ პოლარდი შვილებთან ერთად პარკში დედის დღეს აღნიშნავდა. თამაშისას ბავშვებმა ჭუჭყიანი ნივთი იპოვეს. ქალს უნდოდა ის სანაგვეში გადაეგდო, თუმცა დათვალიერებისას მიხვდა, რომ ეს მისი საფულე იყო.

ქალმა მასში თავისი ძველი დოკუმენტები იპოვა, თუმცა ყველაზე უცნაური მათ შორის სხვისი პირადობის მოწმობა აღმოჩნდა, რომელიც 18 წლის ჯენიფერ სინკლერს ეკუთვნოდა.

პოლარდმა Facebook-ზე თავისი საქორწილო სააგენტოს გვერდზე საფულეში შენახული დოკუმენტების ფოტოები გამოაქვეყნა და სინკლერის პოვნა სცადა, რომელიც ახლა 58 წლის უნდა იყო.

მსგავსი მასალები