ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ქეთა თოფურია ბალიზე გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ერთობა

ქეთა თოფურია, რომელიც ბალიზე ისვენებს, ყოფილი შეყვარებულის – რუსი რეპერის გუფის ყოფილ ცოლთან ერთად ატარებს დროს.

აიზა ანოხინა გუფის ყოფილი ცოლი, რეპის რუსი შემსრულებელია. მან თავის ოფიციალურ Instagram-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თავად აიზა, მისი ვაჟი, ქეთა და ქეთას გოგონა ოლივია არიან გადაღებული.

აიზამ ფოტოს დაურთო წარწერა, სადაც ამბობს, რომ ეს მე-80 დონის Хайпажорство (ხმაურის ცენტრში მოქცევისკენ გადადგმული ნაბიჯი) არის.

ქეთა თოფურია ბალიზე თავის ქალიშვილთან და ახლო მეგობრებთან ერთად ისვენებს. აიზა, თავის მხრივ, ამ ადგილის ხშირი სტუმარია, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათი გზები გადაიკვეთა.

გასული წელი ქეთა თოფურიასთვის არცთუ მარტივი გამოდგა. 2018 წელს დასრულდა 39 წლის გუფისა და 32 წლის ქეთას ორწლიანი ურთიერთობა.

განშორების მიზეზი გუფის ღალატი გახდა – რეპერი არაერთხელ შენიშნეს ახალგაზრდა გოგონა იანასთან.

აიზაზე გუფი 2008 წელს დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა. მათ ჰყავთ ვაჟი – სემი.

 

მსგავსი მასალები