ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ქეთი მელუა: ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა, პარანოია მქონდა…

„ქეთი მელუა კვლავ მარტოა?“ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „მედიამასი“ იუწყება, რომ ქეთი მელუა და ჯეიმს თოსლენდი გაიყარნენ. სხვათა შორის, მედიაში წყვილის დაშორების შესახებ დიდი ხანია ჭორაობენ. ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოტომრბოლელისა და მომღერლის წყვილს ერთად ვეღარსად ხედავდნენ. 

გასული წლის შემოდგომაზე ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო “ტელეგრაფში” მომღერლის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ის დეპრესიაზე საუბრობს. ქეთი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა მინორულ განწყობაზე. ძველებურად აღარ უბრწყინავდა ლამაზი თვალები.

„დეპრესიით ნამდვილად ვიტანჯებოდი, ფსიქოლოგიური პრობლემები შემექმნა. პარანოია მქონდა. ღამ-ღამობით ქრონიკული კოშმარები მიტევდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც აპოკალიფსურ ფილმებშია. ორი კვირა რეაბილიტაციის ცენტრშიც დავყავი. საერთო ჯამში ერთი წელი ჰიპნოთერაპიის სესიებში გავატარე. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გვარში ფსიქიკური აშლილობის პრობლემები არ გვაქვს“ – პრესასთან ქეთი გულახდილად საუბრობს.

 

მსგავსი მასალები