საზოგადოება

ქუთაისში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილიდან ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოქალაქეებმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, გელათის მონასტერში, სადაც მეფე დავით აღმაშენებელია დაკრძალული, საზეიმო წორვა-ლოცვა აღევლინება.

დღესვე მოხდება ჩოხოსანთა კურთხევა და მოეწყობა ფოტო გამოფენა. გაიმართება ლექციები და ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.

მსგავსი მასალები