მოგზაურობა მსოფლიო

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია

Forbes-მა სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, ის 10 ადგილი დაასახელა, სადაც 2019 წელს საცხოვრებლად საუკეთესო პირობებია შექმნილი.

რეიტინგში პირველ ადგილს პანამა იკავებს, – აქ ცხოვრების ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობ კონკრეტულად. შესაძლოა, ორ ადამიანს ერთი თვე ამ ქვეყანაში ცხოვრება 1765 დოლარიდან 2890 დოლარამდე დაუჯდეს. ქვეყანაში ყოველდღიური ხარჯებიც მინიმალურია, ასევე დაბალია ფასები ჯანდაცვაზეც.

მეორე ადგილზეა კოსტა-რიკა, სადაც თვიური ბიუჯეტი ორ ადამიანზე 1585 ამერიკული დოლარიდან 2960 ამერიკულ დოლარამდე ჯდება. მესამეზე მექსიკა გავიდა, სადაც ერთი თვე ცხოვრება 1500 ამერიკული დოლარიდან 2250 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

ქვეყნების ათეული, სადაც ცხოვრება ყველაზე იაფია, შემდეგია: პანამა, კოსტა-რიკა, მექსიკა, ეკვადორი, მალაიზია, კოლუმბია, პორტუგალია, პერუ, ტაილანდი, ესპანეთი.

მსგავსი მასალები