მედიცინა

რატომ იღებენ სისხლს ანალიზისათვის “არათითიდან”

ალბათ ბევრს აინტერესებს, რატომ იღებენ სისხლს ანალიზისთვის მაინცდამაინც უსახელო (მეოთხე) თითიდან?

უპირველესად, საჩვენებელ და შუა თითებთან შედარებით ის საქმიანობაში ნაკლებად დატვირთვადია (ანუ ნაკლებად გამოიყენება), მეორეც – კანი მასზე ბევრად უფრო თხელი და ნაზია, შესაბამისად, ჩხვლეტა ნაკლებმტკივნეულია ხოლმე.

ნეკა თითს რაც შეეხება, ცერა თითის მსგავსად ის უშუალოდ არის დაკავშირებული მტევნის გარსებთან, შესაბამისად, ამ თითების ჩხვლეტა რამდენადმე სარისკოა. თუ ინფექცია შეიჭრება, ის სწრაფად გავრცელდება მთელ მტევანსა და ხელზე.

თინათინ გოცაძე

 

წყარო: mkurnali.ge

მსგავსი მასალები