პოლიტიკა

რაულ ხაჯიმბა: ყველაფერი გავაკეთე დაპირისპირების ასაცილებლად

მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად, – ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ განაცხადა.

“ბოლო პერიოდში აფხაზეთში რთული ვითარება იყო, მე ყველაფერი გავაკეთე ხალხის დაპირისპირების ასაცილებლად. ბოლო 5 წელიწადში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული პრობლემები. მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ არჩევნები და პოლიტიკური პროცესები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას უნდა შეესაბამებოდეს, განსხვავებული გზა აფხაზეთისთვის დამანგრეველი იქნება“, – აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.

მსგავსი მასალები