თავის მოვლა

როგორ ვუშველოდ გამომშრალ კანს ლიმონის მეშვეობით

თუ სახის კანმა ელვარება დაკარგა, ამ პრობლემის მოგვარება ადვილად შეიძლება ლიმონისა და შაქრის მეშვეობით.

 

ლიმონი დაჭერით, ერთ მხარეზე ცოტაოდენი შაქარი დააყარეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში მსუბუქი წრიული მოძრაობებით წაისვით სახეზე, შემდეგ კი სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

დაბანის შემდეგ სახე შეიმშრალეთ და წაისვით ნიღაბი, რომლის მომზადებაც თავად შეგიძლიათ:

 

ერთმანეთში აურიეთ თაფლი და ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი ზეითუნი, მიიყვანეთ სახეზე ადვილად წასასმელი მასის კონსისტენციამდე. ნიღაბი გაიჩერეთ 15 წუთით და ჩვეულებრივ ჩამოიბანეთ.

 

სახე შეიმშრალეთ რბილი ქსოვილით და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

მსგავსი მასალები