ბავშვები

როგორია ბოლო ზარის აღნიშვნის დროს ავარიაში დაშავებული 7 მოზარდის მდგომარეობა

ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, ორი ბავშვი რეანიმაციაშია და განაგრძობს მკურნალობას, ოთხი ქირურგიულ განყოფილებაში, ხოლო ერთი გუშინ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვნეს.

16 მაისს საღამოს, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და ისინი ბოლო ზარს ზეიმობდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი მასალები