Face-ამბები

“რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა”…

სოციალურ ქსელში 9 აპრილის მონაწილისა და ცნობილი სიმღერის “დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს”… შემსრულებლის ლელა ვეფხვაძის ფოტო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ იგი მეტროში მოწყალებას ითხოვს. 

“რომ მომკვდარიყო, გმირი იქნებოდა. იტყოდნენ, სიმღერით შეხვდა მტერს და სიკვდილსო ასეც იყო, მაგრამ გადარჩა გადარჩა და იმ დღიდან, როცა 9 აპრილის საშინელი ღამე ნახა, სიმღერით ირჩენს თავს.

მეტროში ვაგონ-ვაგონ დადის და მოწყალებას ითხოვს იმ სიმღერის სანაცვლოდ, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნი გახდა. “დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…” ამ სიმღერით დახვდა მტერს ლელა ვეფხვაძე სხვა უსინათლოებთან ერთად!”

მსგავსი მასალები