სახლის დიზაინი

რომელ ოთახში რა ფერი უნდა გამოვიყენოთ – ფსიქოლოგებისა და დიზაინერების ერთობლივი რჩევები

ფერების ფსიქოლოგიას ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. დიზაინერები ცდილობენ, რომ ყოველთვის სწორედ შეარჩიონ ფერები ოთახის ფუნქციის შესაბამისად. როგორ ზემოქმედებენ ფერები ჩვენზე და რომელ ოთახში რა ფერს მივმართოთ – ამის შესახებ ფსიქოლოგები და დიზაინერები ერთობლივ რეკომენდაციებს გვიზიარებენ:

1. სტაფილოსფერი – აფართოებს წარმოსახვას

ეს ნათელი ფერი საშუალებას გაძლევთ, გამოხატოთ საკუთარი შეხედულებები თავდაჯერებულად. გამოიყენეთ სტაფილოსფერი ტონები, თუ გსურთ, რომ თავს უფრო ახალგაზრდულად გრძნობდეთ. ეს არის მხიარულებისა და დღესასწაულის შესატყვისი ფერი! თამამად გამოიყენეთ სტაფილოსფერი  მისაღების,  სამუშაო ოთახის, საძინებლის ან საბავშვო ოთახის კედლების აქცენტად.

2. ლურჯი – ხელს უწყობს პროდუქტიულობას

ლურჯი ფერი ადამიანს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, ამაღლებს პროდუქტიულობას და მუშაობის ეფექტს. გამოიყენეთ ლურჯი ფერი კაბინეტსა და ბიბლიოთეკაში. თუ კედლების ლურჯად შეღებვა არ გსურთ, შემატეთ ინტერიერს ლურჯი ტექსტილი და დეკორატიული ნივთები.

3. მწვანე – დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე

მწვანე, როგორც ბუნების უმთავრესი ფერი, ახალი საწყისის ფერია. მწვანე ფერის ინტერიერი დაგეხმარებათ თქვენში დაფარული ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებაში. ის ასევე დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მწვანე ფერის გამოყენება ნებისმიერ ოთახში შეგიძლიათ.

5. ცისფერი – ჰარმონია სახლში

ამბობენ, რომ ცისფერი დაძაბულობას და უთანხმოებას ანეიტრალებს. ღია ცისფერი როგორც ინტერიერს, ასევე ოჯახურ ურთიერთობებს ჰარმონიას შემატებს. ცისფერი ზრდის ასევე თავისუფლების შეგრძნებას. თამამად გამოიყენეთ ეს ფერი ნებისმიერ ოთახში.

6. წითელი – შეგმატებთ თავდაჯერებულობას

თუ გსურთ თავდაჯერებულობის ამაღლება, გამოიყენეთ წითელი ფერი ინტერიერში! თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ წითლის გადაჭარბებული დოზით გამოყენებამ შესაძლოა აგრესია და გაღიზიანება გამოიწვიოს. როგორც აღნიშნავენ, წითელი ფერი სამზარეულოში განსაკუთრებით ამაღლებს მადას.

მსგავსი მასალები