მსოფლიო

რუსეთის მთავრობა გადადგა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფედერალურ საბჭოზე გამოსვლის შემდეგ ქვეყნის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ მიიღეს.

“აღნიშნულ კონტექსტში აშკარაა, რომ ჩვენ, როგორც რუსეთის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მივცეთ შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება და ხსენებულის საპასუხოდ ამჟამინდელმა მთავრობამ გადადგომის შესახებ განაცხადა”, – აღნიშნა მედვედევმა.

კრემლის ლიდერმა მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის. მან მთავრობის წევრებს სთხოვა, ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებმადე უფლებამოსილების შესრულება განაგრძონ.

ცნობისთვის, პუტინმა  ფედერალურ საკრებულოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა. პუტინის განცხადებით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ერთი პირისთვის მხოლოდ ორჯერ უნდა იყოს შესაძლებელი. პუტინის თქმით, რუსეთი ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკად უნდა დარჩეს.

მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ შეინარჩუნოს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების უფლება.

მსგავსი მასალები