მსოფლიო

რუსეთში სწავლებაზე ჯავშანმანქანა ჯარისკაციანად ჩაიძირა

კალინინგრადის ოლქში, სამხედრო სწავლების დროს, ზღვაში ჯავშანმანქანა ჩაიძირა, წერს „ნოვი კალინინგრად“.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სწავლება „მორსკოი დესანტ 2019“-ის დროს მოხდა.

ჯავშანმანქანა ბალტიისკში დისლოცირებულ საზღვაო ქვეით 336 ბრიგადას ეკუთვნოდა.

ჯავშანმანქანასთან ერთად ზღვაში სამხედრო დაიხრჩო, თუმცა ორი გადარჩა.

ბალტიის ფლოტში სამხედროს დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.

მსგავსი მასალები