TOP პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე

გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა უბანზე არის მზაობა, რომ აღვკვეთოთ გაყალბების ფაქტები. 20 ათასი ადამიანი იქნება მობილიზებული, რომ გამომჟღავნდეს ადგილზე გაყალბების ფაქტები. მოქალაქეებს მივმართავ, მოვიდნენ არჩევნებზე, მთავარია მათი აქტივობა. საშუალოდ უბანზე 5-10 კაცი იქნება მობილიზებული… დღეიდან დავიწყებთ ფოტოების, შემოხაზული ბიულეტენების გავრცელებას. შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ფოტოები მათ, ვინც გთხოვთ. ვერავინ შეძლებს თქვენი ნების კონტროლს.

გვაქვს ყველა მექანიზმი, რათა ყველა უკანონო ფაქტი აღვკვეთოთ… გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ ნაციონალურმა მოძრაობამ მანამდეც, არჩევნების პირველი ტურის დღეს, 28 ოქტომბერსაც განაცხადა. მაშინ ეს რეჟიმი ნიკა მელიამ დააანონსა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი მასალები