საზოგადოება

საქართველოში თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი

26 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 29 დეკემბრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რაც შეეხება ტემპერატურას, საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 2-7 გრადუსი იქნება.

მსგავსი მასალები