TOP საზოგადოება

სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა პირდაპირ ეთერში სცადა

სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა. ანა ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.

ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. უკიდურესად გაჭირვებული ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა.

მანამდე კი მან „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა საკუთარი პრობლემის შესახებ. მისი დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს. ამ დროისათვის ტყეშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახა. აქვს ბანკის ვალები, ჰყავს თავდებები, იმ თავდებებს ეჭრებათ ეს თანხა, ურეკავენ და ვერ აიტანა. თვითონაც საუბრობს, „ნაციონალების“ პარტიაში ვარ, ამას მისახელებენ მიზეზად და ამიტომ ვერსად ვნახულობ სამსახურსო,“-ამბობს ნათესავი ლიზა მელიანოვა.

მსგავსი მასალები