პოლიტიკა

სანდრა რულოვსი: ეს ზუგდიდელების სირცხვილია…

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, სანდრა რულოვსი დღეს დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს აფასებს და აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა არ მომხდარა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განმარტა.

„ეს თავდასხმა არ იყო. უბრალოდ, უნდოდათ ჩვენი ღონისძიების ჩაშლა. მოვიდნენ გინებით და ჩხუბით ჩვენთან. ეს არის ზუგდიდელების სირცხვილი. ასეთი ხალხის ხელში არ უნდა იყოს ქვეყანა“, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს და მის თანმხლებ პირებს რამდენიმე ადგილობრივი დაუპირისპირდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა.

 

მსგავსი მასალები