საზოგადოება

საქართველოს სამ მოქალაქეს უხანიდან ხვალ ჩამოიყვანენ

ჩინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას თქმით, უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.

ელჩის თქმით, ჩინეთში დარჩენილია საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე.

მანვე აღნიშნა, რომ  მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა ნორმალურია.

“ჩემი ინფორმაციით, ხვალ დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ისინი ჯანმრთელად არიან. ქვეყანაში არ არის პანიკა. ქვეყანა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ რა თქმა უნდა ყველა მაქსიმალურად იჩენს სიფრთხილეს. ამჟამად დაინფიცირებულთა მზარდი რიცხვი კვლავ რჩება, მაგრამ მოლოდინია დიდია, რომ უახლოეს პერიოდში მზარდი რიცხვი წავიდეს დაღმასვლისკენ”, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში არჩილ კალანდიამ.

მსგავსი მასალები