საზოგადოება

საქართველოში ტემპერატურა 34 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 მაისიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

დღესვე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში მოსული ნალექის ოდენობა შეაჯამა. სააგენტოს განცხადებით, კახეთში ამ მასშტაბის წვიმა ბოლოს 2006 წელს მოვიდა.

მსგავსი მასალები