მსოფლიო პოლიტიკა

სარა სანდერსი: ტრამპის გაპრეზიდენტება ღმერთს სურდა

„სხვადასხვა დროს ღმერთი მოგვიწოდებს, სხვადასხვა როლი შევასრულოთ. ვფიქრობ, მას სურდა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გამხდარიყო”, – განაცხადა სარა სანდერსმა.

აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა სირიაზეც ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქრისტიანებს, მხარს ვუჭერთ ქურთებს. ისინი, ვინც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს, უბრალოდ ვერ ხვდებიან ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიზანს”, – განაცხადა სარა  სანდერსმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამორალურ ქცევაზე ხშირად ლაპარაკობენ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აშშ-სა და მექსიკას შორის საზღვრის გამკაცრების განკარგულება არაჰუმანურია.

მსგავსი მასალები