სამართალი

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

გალის ე.წ.სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ბეგლას წილოსანს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების მტკიცებით, 11 ივლისს წილოსანი სოფელ საბერიოსთან მცირეწლოვან შვილთან ერთად ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) ჩართულობის შედეგად, თინათინ წილოსანი უკვე საკუთარ სახლშია.

გოგონა დედას ენგურის ხიდზე გადაეცა. უწყებაში ასევე განმარტავდნენ, რომ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობდნენ.

მსგავსი მასალები