მსოფლიო

საწვავის აფეთქებას 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიგერიაში საწვავის აფეთქების შედეგად, 50-მდე ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო.

შემთხვევა ბენუეს შტატში, ავტომაგისტრალზე მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი ვებ-გვერდი Vanguard იუწყება.

თვითმხილველთა თქმით, გადამზიდ ავტომანქანას გზაზე პრობლემა შეექმნა და საწვავი დაიღვარა, რის შემდეგაც მოსახლეობამ მისი შეგროვება დაიწყო.

ნიგერიაში ანალოგიური შემთხვევა მაისის დასაწყისშიც მოხდა.

ნიამეიში, ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად სულ მცირე 56 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ძირითადად ბავშვები და მოზარდები არიან.

მსგავსი მასალები