სამართალი

სახელმწიფო ინსპექტორმა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო ისნპექტორის აპარატმა სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი მომჩივან თამთა თოდაძესთან დაკავშირებული “სენსიტიური ინფორმაციის გავრცელების გამო, 1000 ლარით დააჯარიმა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს თამთა თოდაძემ მასთან დაკავშირებული სხვა სისხლის სამართლის დეტალების, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ტელევიზიით გახმაურების გამო, მიმართა.

თავად მარიამ კუბლაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ადვოკატის საქმიანობაში  ჩარევად აფასებს და გასაჩივრებას აპირებს

მსგავსი მასალები