მსოფლიო

შემზარავი კადრები – პატარა დის ცხედარზე დამხობილი გოგონა

მორიგი ტრაგედია სირიაში – ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით ამბოხებულების რეგიონზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. სწორედ აღნიშნული რეგიონი ითვლება ამბოხებულების უკანასკენლ დასახლებად სირიაში.

სამხედრო პირებმა განაცხადეს რომ ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქალაქი ჰან-შეიჰუნი.

მსოფლიო კი დღეს გავრცელებულმა ფოტოკადრმა შეძრა – პატარა გოგონა, რომელსაც სახე მთლიანად სისხლით აქვს დაფარული, ზემოდან აწევს პატარა დის გვამს, იგი თითქოს ასე ზრუნავს დის უსაფრთხოებაზე.

რანაკლები შემზარავი კადრია მამა, რომელსაც ხელში შვილის სხეული უჭირავს. გოგონა გარდაცვლილია, მეორე ფოტოზე კი ჩანს როგორ კოცნის მამა გარდაცვლილი შვილის ფეხს.

მსგავსი მასალები