განათლება მედიცინა

შიშის ფსიქოლოგია

ამერიკული საკონსულტაციო პორტალის CTRN სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს თანამედროვე მსოფლიოს ფობიების ჩამონათვალი. გამოირკვა, რომ ირაციონალური შიშის ტოპ-სია მოიცავს 100-მდე პოზიციას. სპეციალისტების აზრით, ფობიების ასეთი დიდი რაოდენობა განპირობებულია იმით, რომ ადამიანი დაპროგრამებულია შიშზე გარკვეული არსებების, მოქმედებების ან ბუნებრივი მოვლენების მიმართ. მონაცემთა მიხედვით, მსოფლიოში ფობიებით 10 მილიონამდე ადამიანი იტანჯება.

ამ სიის მიხედვით, გრძელი სიტყვების შიშს ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია ეწოდება. შიში, რომელსაც უწოდებენ ამ რთული სიტყვის მეორე ნაწილს სესკიპედალოფობიას, ადამიანებში იწვევს გახშირებულ სუნთქვას, გულის ცემის დარღვევას, ოფლიანობას, გულისრევასა და შიშის დამთრგუნველ გრძნობას, წერს ბრიტანული გამოცემა Telegraph.

ლუტრაფობიით შეპყრობილებისთვის ყველაზე საშიში არსება არის წავი. გლომოფობიისას-საჰაერო ბუშტები, პენტერაფობიისას-სიდედრი. საკმაოდ უცნაური ფობიაა წიწილების შიში. არსებობს საფრანგეთისა და მისი კულტურის მიმართ შიშიც, რომელსაც გენუფობია ეწოდება.

ექიმები ფობიას უწოდებენ მუდმივ, ძლიერ ან ირაციონალურ შიშს ცხოველის, ობიექტის, ადგილის ან სიტუაციის მიმართ, რაც სხვა ადამიანებისათვის პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაზე გავრცელებული შიშებია სიმაღლის, მწერებისა და ვირთხების.

როგორც ექიმები ვარაუდობენ, შიშების უმრავლესობა ბავშვობიდან იღებს სათავეს. თუმცა, ზოგიერთი შიში შეიძლება ზრდასრულობის ასაკშიც გაჩნდეს, როგორც რეაქცია შოკით გამოწვეულ კრიტიკულ სიტუაციაზე.

ფობიებით შეპყრობილ ადამიანებს სჭირდებათ სპეციალისტების დახმარება. მაგალითად, აგორაფობიით, ანუ ღია სივრცის შიშით შეპყრობილებს საკუთარი თავის რეალიზება უჭირთ. ადამიანების უმრავლესობა საკუთარ ფობიებს მალავს, ამიტომ ფობიებით შეპყრობილთა რაოდენობა უცნობია.

ბრიტანეთის ფობიების ეროვნული საზოგადოების პროფესორის რობერტო ედელმანის აზრით, მეტად უცნაური იქნებოდა, რომ თითოეულ ჩვენგანს რაღაც ფობია არ გვქონდეს. შეღუტუნების ფობია ალბათ უცნაურია, მაგრამ ასეთ ადამიანებს, შესაძლოა ბავშვობაში უღუტუნებდნენ, რაც ძალიან არ მოსწონდა. იგივეს თქმა შეიძლება საჰაერო ბუშტებზე, რომელიც შესაძლოა განუვითარდეთ მათ, ვისაც ბავშვობაში კლოუნები არ უყვარდა.

ასევე, უცნაურ ფობიებად ითვლება ნომოფობია-მობილურის არქონის შიში, ემეტოფობია-გულისრევის შიში, ალბუტოფობია-აბაზანის მიღების შიში, გეფიროფობია-ხიდების შიში, გინოფობია-ქალების შიში, ფაგოფობია-გადაყლაპვის შიში, ტეტრაფობია-4-ის შიში, ქოულროფობია-კლოუნების შიში, ფობოფობია-შიშის შიში, აუტოფობია-საკუთარი თავის შიში.

ჩვენი ისტორიული წინაპრებიდან გამომდინარე, სიბნელის შიში ადეკვატურია, რადგან მათ ეშინოდათ სიბნელეში თავდასხმისა და მოთარეშე ცხოველების.

ცხოვრებაში იშვიათად გვხვდება აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ყველა ფობია. ყველაზე გავრცელებულია 15 მათგანი, რომელთაგან ყველაზე პოპულარული საზოგადო გამოსვლების შიშია.

მსგავსი მასალები