სამართალი

სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სპორტის სასახლესთან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით,  ქუჩაში მდგომ მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა, რასაც მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ჩხუბის შედეგად ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა. დაშავებულს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არაა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი მასალები