სხვადასხვა

სტიქია კახეთში – მდინარე ალაზანი ავტომაგისტრალზე გადმოვიდა

კახეთში სტიქიის შედეგად დატბორილ მუნიციპალიტეტებში, საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.

ამ დრომდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.

მდინარე ალაზანი ადიდების შედეგად მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც სამართალდამცავებმა გზა გადაკეტეს და ორ კილომეტრიან მოანკვეთზე მიმოსვლა აიკრძალა.

მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.

მსგავსი მასალები