საზოგადოება

სუსმა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია წარადგინა

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მათ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს და კითხვებს უპასუხეს.

სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხაზს უსვამს, როგორც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მოქმედებების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

სუსის ინფორმაციით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა, რომლის შემადგენლობაშიც ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყებაა წარმოდგენილი.

საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში გააჩნია მართვისა და კოორდინაციის ფუნქციები, შესაბამისად, კომისიის თავმჯდომარედ განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხოლო კომისიის სამდივნოს ფუნქცია დაეკისრა სამსახურის ადმინისტრაციას.

სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის: აშშ-ის, დიდი  ბრიტანეთის, ფინეთის, ჰოლანდიის, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, სტრატეგიის პროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტი.

წყარო: imedinews.ge

მსგავსი მასალები