TOP

თამარ ტალიაშვილი: სკოლამდელი განათლება პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავისუფალი სივრცე უნდა იყოს

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ბაღებში ყველა ის სტანდარტია დაცული, რომელიც გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდთან ერთად დაიგეგმა.

„მე მინდა დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც გაეროს განვითარების ბავშვთა ფონდთან ერთად დავგეგმეთ არის დაცული. აუცილებელია რომ სკოლამდელი განათლება, პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავისუფალი სივრცე იყოს. მე ვთვლი, რომ ყველა განცხადება, რომელსაც პოლიტიკოსები გააკეთებენ დასაბუთებული უნდა იყოს. რაც შეეხება გაზრდილ ხარჯებს, მინდა აღვნიშნო რომ გარდამავალ ეტაპზე ბაღების თანამშრომლების ნაწილს ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ და შესაბამისად მათი შრომა უნდა ანაზღაურდეს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილის განმარტებით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ფართომასშტაბიანი კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა განიხილეს და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება იღებს, ბაგა ბაღებში არსებული მაღალი სტანდარტის გაუმჯობესებას ემსახურება.

მსგავსი მასალები