Face-ამბები

“თქვე ტუტუცებო, ახლა მაინც მიხვდით, რა ენაზე უნდა ილაპარაკოთ”

“თქვე ტუტუცებო, ახლა მაინც მიხვდით, რა ენაზე უნდა ილაპარაკოთ”, – ამის შესახებ მედია-კავშირი ობიექტივის  მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი საკუთარ “fasebook” გვერდზე წერს.
“როგორ ფიქრობთ, მოსკოვში, ლომონოსოვის უნივერსიტეტში განათლებამიღებულმა გიორგი გახარიამ და მოსკოვში მგიმოდამთარებულმა ილხამ ალიევმა რუსული იციან? დიახ, იციან! თან – კარგად! რუსულიც და ინგლისურიც!
მაგრამ გახარია ქართულად და ალიევი აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ ოფიციალურ შეხვედრაზე. ნაცსექტანტების გასაგონად ვამბობ: თქვე ტუტუცებო, ახლა მაინც მიხვდით, რა ენაზე უნდა ილაპარაკოთ, როცა სახელმწიფოს წარმოადგენთ?” – წერს მძინარაშვილი.

მსგავსი მასალები