მსოფლიო

ტრამპი 7 წლის ბავშვს: კიდევ გჯერა სანტასი? 7 წელი მერყევი ასაკია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საშობაოდ თეთრ სახლში ბავშვების ზარებს უპასუხეს.

ჟურნალისტ კევინ დიაზის მიხედვით, პრეზიდენტის საუბარი ერთ-ერთ ბავშვთან ამგვარად წარიმართა:

ტრამპი: გამარჯობა, ეს კოლმანია? შობას გილოცავ, როგორ ხარ? რამდენი წლის ხარ? სკოლაში კარგად სწავლობ? კიდევ გჯერა სანტასი? იმიტომ, რომ შვიდი წელი მერყევი ასაკია, არა?

უცნობია რა უპასუხა ბავშვმა ტრამპს. სხვა ზარებმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მელანია ტრამპმა ბავშვებს ოცნებების ასრულება უსურვა.

წყარო: tabula.ge

მსგავსი მასალები