მსოფლიო

ტრამპმა “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია დაადასტურა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფების “ალ-ქაიდას” ერთ-ერთი ლიდერის ქასიმ ალ-რიმის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

41 წლის ტერორისტის ლიკვიდაცია 4-თვიანი თვალთვალისა და საჰაერო დაზვერვის შედეგად იემენში ჩატარებული სპეცოპერაციისას განხორციელდა.

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა,  ქასიმ ალ-რიმის ლიკვიდაცია შეასუსტებს “ალ-ქაიდას” საქმიანობას ამერიკის წინააღმდეგ და შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოება გაძლიერდება.

მისი თქმით, ამერიკა გააგრძელებს ტერორისტების თვალთვალს და დაიცავს ამერიკელ ხალხს მათგან მომავალი საფრთხისგან.

მსგავსი მასალები